წესები და პირობები | eAuto

შეთანხმება eauto.ge რესურსის გამოყენების შესახებ

eauto.ge არის ვებგვერდი რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. მისი მიზანია მაქსიმალურად სწრაფად მოახდინოს რეგისტრირებულ მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილება.

წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც რეგულირდება მხარეთა უფლებამოვალეობები საიტით სარგებლობის დროს. მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს ამ შეთანხმების პირობებს და განაცხადოს თანხმობა. თანხმობის გაცხადება საჭიროა ელექტრონული მონიშვნით/აღიარებით. 

  1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კომპანიაშპსეაუტო“ (/400177223) eauto.ge

საიტი, რესურსიინტერნეტრესური www.eauto.ge

მომხმარებელიპირი, რომელიც რეგისტრირებულია საიტზე, როგორც განმცხადებელი ან ორგანიზაცია

განაცხადი  შევსებული ინფორმაციული ველები რომელიც სისტემატიზირებულად გადაეცემა ორგანიზაციას

განმცხადებელიმომხმარებელი, რომელიც რეგისტრირებულია საიტზე და ანთავსებს განცხადებას, თანხის მიღების მიზნით.

ორგანიზაციამომხმარებელი, რომელიც რეგისტრირებულია საიტზე და განიხილავს განმცხადებლის შემოთავაზებებს.

შემოთავაზებაგანმცხადებლის მიერ საიტზე განთავსებული განცხადება თანხის მიღების თაობაზე

ადმინისტრაციაკომპანიის თანამშრომლები, ასევე, სათანადო უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც ახორციელებენ კომპანიის რესურსების სწორად მართვას და მომსახურეობას უწევენ მომხმარებლებს, საიტის გამოყენების ფარგლებში.

სერვისიმომსახურება, რომელსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს.

მოწვევა ოფერტზესაჯარო შეთავაზება, რომელსაც განმცხადებელი აქვეყნებს.

ოფერტიშეთავაზება, რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს განმცხადებელს.

აქცეპტითანხმობა, რომელსაც განმცხადებელი გამოთქვამს ოფერტის სახით წარმოდგენილი მომსახურების შესასრულებლად . 

  1. ზოგადი დებულებები

ეს შეთანხმება არეგულირებს საიტით სარგებლობის წესებს, მომხმარებლებსა და საიტის ადმინისტრაციას შორის. კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი უთხრას მომხმარებლებს საიტით სარგებლობაზე შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში. კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის პროგრამულ უზრუნველყოფას, იმ პირობით რომ მომხმარებლები არ განახორციელებენ: საიტის კოპირებას ან შეცვლას, პროგრამაში შეღწევას კოდების მოპოვების მიზნით, ასევე სხვა, ანალოგიურ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებების განხორციელებას, რომლებიც არღვევს კომპანიისა და მესამე პირთა უფლებებს; ნებისმიერი ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებებით მიმოწერა, სადაც მომხმარებელი წარმოადგენს რჩევებს ან კომენტარებს კომპანიის მომსახურების გაუმჯობესების ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება როგორც არაკონფიდენციალური ინფორმაცია და მხარეთა მიერ გამოყენებული იქნება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. წინამდებარე შეთანხმებაზე მხარეთა მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული თანხმობა ნამდვილია და არ საჭიროებს მატერიალური სახით ორმხრივ ხელმოწერას. ურთიერთობები, რომელიც დაკავშირებული საიტის მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვებით, შენახვით, გავრცელებით და რეგულირდება წინამდებარე წესებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 

  1. მომხმარებლის რეგისტრაცია

პირი, რომელსაც სურს გახდეს eauto.ge- მომხმარებელი  უნდა გაიაროს საიტზე რეგისტრაცია. საიტზე რეგისტრაციის  შემდეგ  მომხმარებელს ენიჭება  სახელი, რომელიც გამოიყენება მომავალში მომხმარებლის მიერ საიტით სარგებლობისას.

  • საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელმა უნდა მიუთითოს სწორი ინფორმაცია მის შესახებ.
  • კომპანია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია  პიროვნების ვინაობის დასადგენად. ასევე კომპანია უფლებამოსილია ამ შეთანხმების თანახმად საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით უფლებამოსილი დაწესებულებიდან გამოითხოვოს და მიიღოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისთვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
  • მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგისტრაციის დროს მის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, სისრულეზე და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
  • რეგისტრაციის დროს მომხმარებელი თანხმობას აცხადებს ამ შეთანხმებაზე და იძენს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, რომელიც დაკავშირებულია საიტის გამოყენებასა და ფუნქციონირებასთან.
  • მომხმარებლის საიტზე წარმატებით  რეგისტრაციის შემდეგ კომპანია იძენს შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს მომხმარებლის წინაშე.
  • რეგისტრაციის  შემდეგმომხმარებლი აცნობიერებს  და ადასტურებს, რომ მისი პროფილი ხდება საჯარო, რაც გულისხმობს, რომ პროფილის შემცველი ინფრომაცია გახდება  ხელმისაწვდომი მის მიერ არჩეული ყველა პოტენციური მნახველისთვის.
  • მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს გაფრთხილება ან შეუწყდეს მომხმარებლის სტატუსი შემდეგი დარღვევების არსებობის შემთხვევაში:
    • ორგანიზაციის მიერ კომპანიის გვერდის ავლით მოხდა განმცხადებლთან დაკავშირება.
    • ორგანიზაციამ მიზანმიმართულად დაუმალა კომპანიას ინფორმაცია განმცხადებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის შესახებ.
    • შემსრულებელმა დაარღვია ადმინისტრაციასთან ურთიერთობის წესები. ადმინისტრაციასთან სადავო საკითხის განხილვა მომხმარებლებს შეუძლიათ მხოლოდ პირდაპირი კონტაქტის საშუალებით: პირადი ჩატი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა. აკრძალულია საჯაროდ ადმინისტრაციის მოქმედებათა კრიტიკა და მასთან კამათიადმინისტრაციის მოქმედება/უმოქმედობაზე ჩივილი დაიშვება მხოლოდ საჩივრის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით hi@eauto.ge.
  1. მომსახურების წესი

განმცხადებელს შეუძლია განათავსოს საიტზე განაცხადი.

იკრძალება ისეთი განაცხადის განთავსება, რომელთა მიზანია:

  • მომხმარებლების მოზიდვა სხვა რესურსებზე, საიტებზე, რეგისტრაციის მიზნით;
  • განმცხადებლის ან მესამე პირთა საქონლისა და მომსახურების რეკლამირება;
  • საიტის სტატისტიკის, სოციალურ ქსელებში გამომწერთა რაოდენობისა და . ხელოვნურად გაზრდა;

ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წაშალოს ნებისმიერი განაცხადიყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე.

მომხმარებელთა კომუნიკაცია

განმცხადებელი აქვეყნებს განაცხადს საიტზე. განაცხადი შეიცავს ინფორმაციას თუ რა ოდენობით და ვადით სურს განმცხადებელს თანხის მიღება, ასევე უთითებს უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებელი ავტომობილის დასახელებას მახასიათებელ ნიშნებს, რომლებიც განთავსებულია საიტზე. განაცხადი წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, რომელსაც განმცხადებელი სთავაზობს კომპანიას

ორგანიზაცია ოფერტის სახით გამოხატავს ნებას განაცხადზე.

განმცხადებელი შემოთავაზებული ოფერტებიდან არჩევს მისთვის სასურველ ვარიანტს და აქცეპტის სახით განაცხადებს თანხმობას.

განმცხადებლის მიერ ორგანიზაციის შერჩევის შემდეგ  საიტი უზრუნველყოფს მხარეებს შორის საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლას.

განმცხადებლის მიერ  ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ პირველი ოფერტის განხორციელებამდე. 

  1. მომხმარებლის უფლებამოვალეობები

მომხმარებელს უფლება აქვს:

  • რესურსის გამოყენების შესახებ შეთანხმებაზე თანხმობის გამოთქმის შემდეგ ისარგებლოს კომპანიის მომსახურებით;
  • შექმნას განაცხადი და შეარჩიოს მისი შემსრულებელი;
  • აირჩიოს სასურველი განაცხადი
  • მომხმარებელთა მხრიდან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს საჩივრით ადმინისტრაციას;
  • გამოიყენოს სხვა მომსახურებები, რომელთაც კომპანიის ადმინისტრაცია სთვაზობს;
  • საიტის გვერდზე დატოვოს კომენტარი, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება სხვა მომხმარებლისთვის. ასეთი კომენტარი არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ სიტყვებს და არ უნდა არღვევდეს მესამე პირთა უფლებებს;
  • მომხმარებელი ვალდებულია:
    • დაიცვას რესურსით სარგებლობის შესახებ შეთანხმების პირობები მომსახურებით სარგებლობისას  დროს;
    • რეგისტრაციის დროს მიუთითოს უტყუარი პერსონალური ინფორმაცია;
    • არ გამოიყენოს კომპანისს  მიერ მინიჭებული უფლებამოსილება ბოროტად, არ დაარღვიოს მესამე პირთა საავტორო უფლება, არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ხელს შეუშლის საიტის ნორმალურ მუშაობას;
    • უზრუნველყოს თავისი ანგარიშის უსაფრთხოება. მისი ანგარიშის .გატეხვისშემთხვევაში მიყენებულ ზიანზე მომხმარებელი თვითონაა პასუხისმგებელი;
  • მომხმარებელს საიტის გამოყენების დროს ეკრძალება:
    • სხვისი სახელით ან სხვის ნაცვლად საიტზე რეგისტრაცია;
    • ყალბი და არაზუსტი ინფორმაციის გამოყენება;
    • უკვე დარეგისტრირებული  სახელის გამოყენებით საიტის მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა;
    • საიტის ადმინისტრაციისა და მომხმარებელთა არაკორექტული და შეურაცხმყოფელი მიმართვა, რომელიც აისახება კომენტარებსა და მიმოწერაში;
    • ნებისმიერი უკანონო ღონისძიების განხორციელება ან რეკლამირება მომსახურების საშუალებით;
    • გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც არღვევს სხვების საავტორო, ინტელექტუალური ან ნებისმიერი სხვა საკუთრების უფლება;
    • დაარღვიოს მესამე მხარის კონფიდენციალურობის, საჯაროობის, ან სხვა უფლებები;
    • მისი ანგარიშის სხვა პირისთვის გადაცემა,.
    • საიტის მეშვეობით ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის  ელექტრონული ფოსტის მისამართები, ან სხვა მსგავსი ინფორმაცია, კომერციული მიზნების მისაღწევად;
    • საიტის მიერ წარმოდგენილი კომუნიკაციის სისტემების ან საიტის მიერ შექმნილი კონტაქტების კომერციული მიზნით გამოყენება;
    • ვებგვერდის ან მომსახურების დაცულ ნაწილზე შესვლის მცდელობა, რისი უფლებაც მომხმარებელს არ გააჩნია;
    • ნებისმიერი სახის ვირუსის ან სხვა ზიანის მომტანი კოდის ატვირთვა და გადაცემა;
    • ვებგვერდის ან მომსახურების გამოყენება იმისთვის, რომ შექმნილი იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტზე გასავრცელებელი რეკლამა.
  1. კომპანიის უფლებამოვალეობები

კომპანია მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას საიტზე განაცხადის განთავსებისა და შესრულების წესის შესახებ.

კომპანია ვალდებულია:

  • გაუწიოს მომხმარებელს მომსახურებარესურსის გამოყენების შესახებ შეთანხმებისთანახმად.
  • მომსახურების გაწევის დროს უზრუნველყოს მომხმარებლის წვდომა მის პროფილთან.

კომპანიას უფლება აქვს:

  • დროებით შეუჩეროს მომხმარებელს შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურება ტექნიკური ან სხვა მიზეზით ამ მიზეზის აღმოფხვრამდე.
  • თავად განსაზღვროს არის თუ არა ნებისმიერი მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სათანადო და შეესაბამება თუ არა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს. კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ წაშალოს ნებისმიერი გზავნილი, ასევ დახუროს მომხმარებლის ანგარიში წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ან მის გარეშე;
  • მომხმარებლის მიერ სამი უარყოფითი გამოხმაურების დაგროვების შემთხვევაში შეუწყვიტოს მას მომსახურების მიწოდება;

კომპანიის მიერ მომსახურება გაწეულად ითვლება მომხმარებლებს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

შეთანხმების მოქმედების პერიოდში კომპანია უზრუნველყოფს საიტის გამართულ მუშაობას და პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში შეეცდება მის დროულ გადაჭრას. 

  1. მხარეთა პასუხისმგებლობა

მომხმარებელი პასუხისმგებელია რესურსის გამოყენების შესახებ შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში.

მომხმარებელი დამოუკიდებლად აგებს პასუხს მესამე პირთა საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

მომხმარებელი პასუხისმგებელია მისი ანგარიშით განხორციელებულ ყველა  აქტივობაზე.

მომხმარებელი  პასუხისმგებელია  საიტით სარგებლობის დროს იმ ქმედებებზე, რომლითაც  მიადგა ზიანი მესამე პირებს.

მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს:

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • რეგისტრაციის დროს მის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე.

კომპანია არ არის პასუხისმგებელი:

  • მესამე პირთა და მომხმარებელთა მოქმედება/უმოქმედობაზე.
  • მესამე პირთა მიერ მომხმარებლის მონაცემთა გამოყენებაზე.
  1. ანგარიშწორების წესი

კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების საფასური გადაიხდება მომხმარებლებს შორის გაფორმებული ყოველი ხელშეკრულებიდან. გადასახდელი თანხა შეადგენს გაცემული თანხის 2 %-ს არანაკლებ 100 ლარისა. თანხის გადახდა ხდება ორგანიზაციის მიერ. 

  1. დავა

მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეთა შორის დავას წყვეტს ადმინისტრაცია. ასევე დავის საბოლოო გადაწყვეტა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

  1. ცვლილებები და დამატებები

კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება შეთანხმებაში. ცვლილება ძალაში შედის მისი საიტზე გამოქვეყნების მომენტიდან. თითოეული მომხმარებელი თვითონ არის პასუხისმგებელი შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებების გაცნობაზე. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება შეტანილ ცვლილებებს, მან უნდა შეწყვიტოს კომპანიის მომსახურებით სარგებლობა. 

  1. დასკვნითი დებულებები

მომსახურებასთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობა ელექტრონული ხასიათისაა. ნებისმიერი შეტყობინება მომხმარებლისათვის ჩაბარებულად ითვლება მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნით.